პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და კანაფისა და მარიხუანის მცირე და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აუქმებს.