12:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 15:02:56, 2261 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მიმონარქიასთან დაკავშირებით გუშინდელი განხილვა, „გაუგებარი პიარ-აქცია იყო“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მონარქიასთან დაკავშირებით გუშინდელი განხილვა, ერთდღიანი გაუგებარი პიარაქცია იყო, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, როდესაც საუბარია მმართველობის მოდელზე, მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრის გაგება.  

"რაც შეეხება ასეთ სერიოზულ თემებს, თუ ქვეყანაში როგორი საკონსტიტუციო მოდელი უნდა იყოს დამკვიდრებული, როდესაც ზოგადად საქმე მმართველობის საკონსტიტუციო მოდელს ეხება, ჯერ ხალხს და საზოგადოებას უნდა შევეკითხოთ და გარკვეულ ცვლილებებზე შემდეგ უნდა იყოს საუბარი", - განაცხადა მიშველაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საკვირაო ქადაგების დროს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს. ამასთან, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდნენ და საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლის მახლობლად სროლა მოხდა: აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა მსროლელი დაჭრა
კობახიძე ზელენსკიზე: მე პირადად ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics