12:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 14:17:28, 2400 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განეხილათ, უარი უთხრა.

მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით არ მიიღოს, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ამ სულისკვეთების რეჟიმში უკეთესი კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს.

„არსებულ ვითარებაში, შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნას წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციის ცვლილების. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ. მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი სესიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა, მაგრამ ჩვენს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსესუსზე და ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე, ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად დაჩქარებულ რეჟიმში და არ გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics