12:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 22:08:20, 1970 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში მიდის

"კურიერის" მთავარი გამოშვების წამყვანი, ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში მიდის. ის დღეს მაყურებელს დაემშვიდობა.  

უდუმაშვილმა მაყურებელს პოლიტიკაში წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვებისას გააცნო. მისი თქმით, დღეიდან ის მოსახლეობასთან პირისპირ ურთიერთობას დაიწყებს. 

"ეს არის ჩემი ბოლო მამართვა მაყურებლისადმი, როგორც "კურიერის" წამყვანის. დღეს მე 25-წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას უკვე არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ.

ჩვენ, ამიერიდან, სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგყვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი მთელი ამ წლების განმავლობაში, მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა ახლა ვთლვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება კი მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და ამავე დროს შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ უნდა ებრძოლო უსამართლობას.

მე "რუსთავი 2-ის" გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან სრულიად უთანასწორო ბრძოლაში. თუმცა ქვეყანას ჯერ მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად და თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო და ამჯერად, თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი.

ბოლოს მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა "რუსთავი 2-ელს" იმ წლებისთვის, რომელიც მე აქ გავატარე და დარწმუნებული ვარ ეს ტელევიზია კიდევ უფრო წარმატებული იქნება, რადგან აქ ყველაზე მებრძოლი და რაც მთავარია პროფესიონალი გუნდი მუშაობს და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა თქვენ, მაყურებელს, რომლის თანადგომასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც პოლიტიკაში,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics