12:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 12:32:18, 1974 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დეპუტატები შს მინისტრს ხვდებიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს ხვდებიან.

მღებრიშვილი პარტიის ოფისში მოადგილეებთან ერთად მივიდა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა შოთა ხაბარელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზეც ისაუბრებენ.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, ზაზა გაბუნიას თქმით, პერიოდულად გროვდება თემები, რომელზეც პასუხების მოსმენა აუცილებელია.

„ამაში არაფერია არაბუნებრივი. შს მინისტრი არის ჩვენს მიერ ნომინირებული, წარდგენილი, დამტკიცებული და მისგან, ისევე როგორც სხვად დარგის მინისტრებისგან, ვისმენთ აქტუალურ თემებთან დაკავშირებით პასუხებს. შესაბამისად მორიგი სამუშაო შეხვედრაა დღესაც არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტის კითხვას - შეეხება თუ არა საუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს, გაბუნიამ უპასუხა: „როდესაც აქტუალურ თემაზეა საუბარი, ბუნებრივია ეს საკითხიც იგულისხმება. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics