12:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 22:23:26, 2127 ნახვა

პოლიტიკა
კახიანი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა, შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე დაიწიოს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა, შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე დაიწიოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლმა გიორგი კახიანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა. 

„თუ საბოლოო ჯამში გადაწყდა ისე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იმავე სისტემით, რაც ახლა არის და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს მოხდა, ასეთ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ პროპორციულ ნაწილში შერეული სისტემის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე შემცირდეს, რაც, ერთი მხრივ, პარტიულ პლურალიზმს კიდევ უფრო უზრუნველყოფს და პატარა პარტიებს საშუალებას მისცემს, პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავდეთ“, - აცხადებს გიორგი კახიანი. 

აღნიშნულ თემაზე, ასევე, ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, 2018-2020 წლებში საარჩევნო სისტემები არ შეიცვლება არც პრეზიდენტისთვის და არც პარლამენტისთვის, ასევე - შემცირდება ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე და პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე გაგრძელდება მსჯელობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics