საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების გაწმენდით სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ატარებენ.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტის წევრ მარია გაბრიელის განცხადებით, 1 ან 2 მარტს ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შორის საბოლოო შეთანხმება მოხდება, ხოლო 15 მარტამდე ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოქვეყნდება.
დღეიდან „მანი“-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებს.
იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს გამართულ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესში დარღვევები იყო, შემდგომ არჩევნებში ირაკლი მეძმარიაშვილი მონაწილეობას მიიღებს.
ევროპარლამენტი ხვალ ვიზალიბერალიზაციას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია Oxfam-ის კვების ეროვნული კვლევის თანახმად, საქართველოში ხილი და ხორცი მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის არის ხელმისაწვდომი.
არასამთავრობო ორგანიზაცია OXFAM-ის კვლევის შედეგების თანახმად, ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში სურსათის საყიდლად საკმარისი ფული არ აქვს. ამასთან, ოჯახების დიდი რაოდენობა საკვებ პროდუქტს დროდადრო კრედიტით ყიდულობს.
ევროპარლამენტი საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭს ხვალ უყრის.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More