დავით ნარმანია: კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მერია შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს
თბილისის მერიაში „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით და მოვაჭრეების პრობლემების გადაჭრის გზებზე სამსჯელოდ საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაზე მხარეები ოპერატიულად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონკრეტულ მექანიზმებზე მსჯელობენ.