11:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 10:16:51, 258 ნახვა

სპორტი
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ

ქალაქ ვანკუვერში, FIFA-ს 76-ე კონგრესის წინ, ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 2029 წლის U20 მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ.

მეზობელმა ქვეყნებმა ტურნირის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი 2024 წლის ივნისში შეიტანეს. ამის შესახებ, ერევანში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს:

“მართლაც აღსანიშნავი მოვლენაა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, FIFA-ს ეგიდით გასამართი მსოფლიო რანგის ტურნირის მასპინძლობა. ჩვენი ქვეყნებისთვის და ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს ამ პროექტზე მუშაობა. ყველა ფეხბურთის ქომაგს ვულოცავ და დარწმუნებული ვარ ეს ტურნირიც ისეთივე კვალს დატოვებს ჩვენი ფეხბურთის განვითარების საქმეში როგორიც იმ საერთაშორისო ტურნირებმა დატოვა, რომელთა მასპინძლობის პოზიტიური გამოცდილება ახლო წარსულში გვქონდა” - განაცხადა სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

სონხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არმენ მელიქბეკიანის განცხადებით კი ამ ტურნირის მასპინძლობას ორივე ფედერაციისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის იმედს გამოთქვამს, რომ ორივე მეზობელი ქვეყანა ტურნირს ღირსეულად უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად მასპინძლობს.

მასპინძელი ქალაქების, სტადიონების და ტურნირთან დაკავშირებული სხვა საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს UEFA-ს რანგის ისეთი ტურნირებისთვის უმასპინძლებია, როგორებიცაა 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს და 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2023 წელს, სადაც ჩვენთან ერთად თანამასპინძელი რუმინეთი იყო.

ცნობისთვის, FIFA-ს 20-წლამდელთა მუნდიალი 1977 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას 12 გუნდი იღებს. გათამაშების უკანასკნელი გამარჯვებული კი მაროკოს 20-წლამდელთა ნაკრებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics