03:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 14:46:35, 860 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდს „სავსე გულით“ შორის გაფორმებული  მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტროში მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.  

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის მიზნებსა და მიმართულებებზე საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების დახმარების პროგრამის მთავარი მიმართულებებია პატიმართა და მათი ოჯახის წევრების ფსიქო-სოციალური მომსახურება, პროფესიული უნარების განვითარება, დასაქმების ხელშეწყობა მცირე ბიზნესში და ასევე, იურიდიული დახმარება.

შეხვედრაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქველმოქმედო ფონდის „სავსე გულით“,  ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, რეკომენდაციებიც წარადგინეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „სავსე გულით“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა.

მემორანდუმი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების პიროვნულ და პროფესიულ გაძლიერებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელებას გულისხმობს. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics