|
2026-05-02 22:51:35, 7779 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
რაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ეთერში, სურსათის ფასებზე ისაუბრა. "მაგალითად რომ ავიღოთ პარკირების ჯარიმა, მილიონი თუ არის წელიწადში და ჩვენც დაახლოებით ეს მონაცემები გვქონდა, წელიწადში ერთ სულზე გამოდის 25 თეთრი და მარტო ეს რომ იყოს პრობლემა. ყველა კონკრეტული საკითხი შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ მთლიანობაში, როცა ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ასეთი კონკრეტული საკითხები ალბათ ნაკლებად ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას, ყველა საკითხს უნდა ჩავხედოთ. მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა და ა.შ. რაც შეიძლება თუნდაც მიზერულ გავლენას ახდენდეს ფასწარმოქმნაზე. რა თქმა უნდა, მზად ვართ განვიხილოთ, უბრალოდ ასეთი ტიპი საკითხები ნაკლებად არსებითია გავლენის კუთხით ფასწარმოქმნაში. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ 86%-იან ფასნამატზე, ამ 86%-ში 1%-იც ვერ იქნება ასეთი ფაქტორების წვლილი, თუმცა მაინც განსახილველია ნებისმიერი ასეთი საკითხი.", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)