03:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 17:15:49, 1137 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო: გარდაცვლილ დედა-შვილს საარსებო შემწეობის თანხა 2006 წლიდან ერიცხებოდა

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე დაღუპული დედა-შვილის ოჯახი   2006 წლიდან ფიქსირდებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მუდმივად იყო საარსებო შემწეობის მიმღები.

 მათ საარსებო შემწობის თანხა 2017 წლის იანვარშიც ჩაერიცხათ.

„ოჯახში რეგისტრირებულია 3 პირი- 78 წლის ქალბატონი და მისი 2 ვაჟი ( 53-51 წლის პირები). შვილებს ჰქონდათ შშმ პირის სტატუსი. ერთს მკვეთრად გამოხატული შშმპ -ს სტატუსი და მეორეს მნიშვნელოვნად გამოხატული შშმპ-ს სტატუსი. ორივე მათგანი იღებდა შესაბამის პენსიას- 180 და 100 ლარს. ერთ-ერთი შვილი ამჟამად სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება და სახელმწიფო აფინანსებს მის მკურნალობას“,-აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 შემთხვევის აღმოჩენისთვანავე ადგილზე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინიტრი ზაალ მიქელაძე. აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი სარგებლობდა საოციალურად დაუცველთათვის არსებული ყველა პროგრამით, მათ შორის გახარჯული ელექტროენერგიის თანხის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროგრამით. დედა-შვილი გორგაძეების გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics