საქართველოს პარლამენტის შენობაში შესაძლოა მოწევა აიკრძალოს.
ბათუმში, ჭავჭავაძის კუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიებას საფრანგეთის მთავრობა მასპინძლობს და ის პარიზში იმართება. საფრანგეთი „OGP“-ის თავმჯდომარე, ხოლო საქართველო თანათავმჯდომარე ქვეყანაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არა ჩადებას“ მიმდინაროებს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის და კომპანია „ვიორვაგ ფარმას“ ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც 1-ელ აპრილს, 14:00 საათზე, ჩატარდება, ექიმები ნეიროპათიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 3 აპრილამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge გაგრძლდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოს ტერიტორიები და ეს დაუსრულებლად არ უნდა გრძელდებოდეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
იტალიის ქალაქ პიზაში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა.
ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა.
22 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზ. #32, B კორპუსი B 202-ე აუდიტორია) გაიმართება დასკვნითი ღონისძიება პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლის სტუდენტებისათვის.“
ზუგდიდში, დღეს 11:00 საათზე, C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი იხსნება, გახსნის ცერემონიას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More