03:57 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერი: მალთაყვის სანაპირო ზოლის სახით ფოთს კიდევ ერთი მიმზიდველი საკურორტო ზონა შეემატება

საქართველოს პრემირ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მალთაყვის სანაპირო ზოლის განაშენიანების გენერალური გეგმის შედეგნა ხორციელდება. 

„სახელმწიფოს ფულით კომპანია ახორციელებდეს პროექტს და 3 თვე ხელფასს არ უხდიდეს თანამშრომლებს, გაუგონარი უპასუხისმგებლობაა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტენდერებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით  მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, ბოლო პერიოდში რამდენიმე უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა, როდესაც სახელმწიფო ფულით კომპანიები ახორციელებენ ტენდერებს და უგვიანებენ ხელფასებს თანამშრომლებს. 

პრემიერი: C ჰეპატიტის ფარგლებში 25 000-მა ადამიანმა მკურნალობა დაასრულა და 98%-იანი განკურნების მაჩვენებელი გვაქვს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, С ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში 35 ათასი ადამიანიდან 25 ათასმა მკურნალობა დაასრულა. 

IDFI გაერო-ს კვლევიზე: თუ დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, ჩვენი მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება

გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის ქვეყანაში ყოფნის დროს გააკონტროლებს

საბაჟო კონტროლის სისტემაში ცვლილებები ხორციელდება. 

თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმო შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში, კიდევ ორი ახალი საწარმო თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება. 

The Independent: ლონდონში ტერაქტის მოწყობაში აბუ იზზადინია ეჭვმიტანილი

უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილს აბუ იზზადინი ჰქვია, - ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

პრემიერი თეა წულუკიანს შვილის შეძენას ულოცავს
პრეზიდენტის მოწვევით, დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა
საგარეო უწყება: ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს
მღებრიშვილი: ვფიქრობ, დამრღვევი მძღოლების მიმართ გასამკაცრებელია სანქციები

მე ვფიქრობ, საკმაოდ გასამკაცრებელი არის სანქციები იმ დამრღვევი მძღოლების მიმართ, რომლებიც ასე დღისით, მზისით, ყველას თვალწინ უგულვებელყოფენ დადგენილ წესებს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უფლისციხის ბაზაზე დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

უფლისციხის ბაზის სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც განწესში ყოფნის დროს, გასროლის შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა.

თავდაცვის უწყება რუსული სანომრე ნიშნით მოძრავ სატვირთოებზე: ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა
ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა

ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება „თბილისელისა“ და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

„შავნაბადას“ მოსწავლეებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმასპინძლეს

22 მარტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics