25 მარტს 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება, რომელიც ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა.
სინათლე ცოდნის კაფეში - ამ სახელწოდების პროექტი ქალაქ წნორის სოციალურ საწარმოში „ცოდნის კაფე“ საზეიმოდ დაიხურა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „დანაშულის პრევენციის ცენტრმა“ ააიპ „სამოქალაქო ინიციატივასთან“ ერთად ჩაატარა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურისა და ათამდე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More