22 მარტს, 07:00 საათიდან 12:00 საათამდე, ქვესადგურში „მენჯი 220“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთანდაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ სარეაბილიტაციო მომსახურების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსგან, მადლობის სიგელი გადაეცა.
თუ ხარ დამწყები ჟურნალისტი, სტუდენტი, ან უბრალოდ, გაინტერესებს საზოგადოების ინფორმირება, შეგიძლია მიიღო პრაქტიკული რჩევები წამყვანი ჟურნალისტებისგან.
მთავრობის ადმინისტრაციასთან ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მოვაჭრეები ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მესაზღვრეებს პროფესიული დღე სადახლოდან მიულოცა, თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშობლოს დაცვა სწორედ საზღვრის დაცვიდან იწყება.
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთ ოჯახად ვაშენებდით ძლიერ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს - საქართველოს და გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს ჭირსა და ლხინში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულტან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სინოპტიკოსები 22-24 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაცემას ვარაუდობენ.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More