|
2017-03-22 15:27:45, 1874 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
ალექსანდრე ბარამიძე „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიებას საფრანგეთის მთავრობა მასპინძლობს და ის პარიზში იმართება. საფრანგეთი „OGP“-ის თავმჯდომარე, ხოლო საქართველო თანათავმჯდომარე ქვეყანაა. როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეები სახელმწიფოს რეფორმისა და გამარტივების დარგში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი ვინსენტ პლასე და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი მანიშ ბაპნა მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ. საქართველოს, როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, მთავრობის გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს მმართველ კომიტეტს ალექსანდრე ბარამიძე წარუდგენს. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ, აგრეთვე, „OGP“-ის, როგორც საერთაშორისო ინიციატივის, გაძლიერების გზებზე, სტრატეგიულ მიზნებსა და მათი რეალიზაციისათვის დაგეგმილ ღონისძიებებზე. საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად მმართველ კომიტეტს აზერბაიჯანში თებერვალში გამართული სამუშაო შეხვედრების შესახებ ანგარიშსაც წარუდგენს. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP“-ს შეუერთდა და არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმაც განახორციელა. საქართველოს მთავრობას „OGP“-ის მმართველ კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესებს ეროვნულ დონეზე იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს. უწყება კოორდინაციას უწევს ღია მმართველობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციების გამართვას, „ღია მმართველობა − საქართველოს ფორუმის“ ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან ინტენსიური კონსულტაციების წარმართვას. საქართველოს, როგორც პარტნიორობის მონაწილე ქვეყნის, წარმატების დადასტურებაა ის, რომ 2014 წელს იგი − „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს. 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველო წამყვანი თანათავმჯდომარე ერთი წლის გახდება. (NS)
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)