ეროვნული არქივი პროფესიულ დღეს განვითარების ისტორიულად ყველაზე მაღალ საფეხურზე ხვდება
ქვემო ქართლის რეგიონული არქივი რუსთავში; კახეთის რეგიონული არქივი თელავში; სამეგრელოს რეგიონული არქივი ზუგდიდში; ეროვნული არქივის პავილიონი თბილისში, რომელიც თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს; იმერეთის რეგიონული არქივი ქუთაისში, რომელიც საზეიმოდ ივლისში გაიხსნება − ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლებიც ეროვნული არქივის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელდა.