23:43 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 18:33:54, 1683 ნახვა

საზოგადოება
სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა იმერეთის რეგიონის სოფლებში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონის სოფლებში ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეცნიერო-კველევითი ცენტრის მებაღეობა-მევენახეობის, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის, მარცვლოვანი და ტექნიკური კულტურების კვლევის და მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების სამსახურის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები, ვენახები და ფერმები დაათვალიერეს.

უწყების ინფორმაციით, ისინი  ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და გადაჭრის გზებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე ორი წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ.

2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა,  პროექტის „მობილური ექსტენცია“ფარგლებში,  მცხეთა მთიანეთის - 14, ქვემო ქართლის - 27, შიდა ქართლის - 16 და კახეთის 22 სოფლის 3000-მდე ფერმერს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics