|
2017-06-09 17:27:29, 1554 ნახვა
საზოგადოება
მეცხოველეობის განვითარებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი მიშელაძესთან და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად განიხილა. ხანიშვილის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანია რაციონალურად და სწორად მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი პროგრამის ფარგლებში, რაციონალურად და სწორად მოვახდინოთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. მუნიციპალიტეტების მხრიდან კომპეტენტური პირების ჩართულობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეს კარგი წამოწყება რეალური შედეგის მომტან საქმედ ვაქციოთ. ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ სად რა შესაძლებლობები გვაქვს, გავითვალისწინოთ ყველა დეტალი და მაქსიმალურად მოკლე დროში შევუწყოთ ხელი ისეთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას, რომლებიც ახალ სახელმწიფო პროექტში ჩაერთვებიან“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ შეხვედრაზე ყურადღება პროგრამის პოტენციურ მონაწილეთა ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე და პროგრამით გათვალისწინებული მხარდაჭერის დეტალებზე გაამახვილა. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი. პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტის - წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს - იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება. ერთ მუნიციპალიტეტში მოხდება მხოლოდ ერთი პროექტის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და სრულად აღჭურავს მას. პროგრამის სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია. (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)