14:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
“პატრიოტთა ალიანსმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
გია ხუხაშვილი: ივანიშვილს ურჩევნია „ოცნების“ შეცდომებზე ისაუბროს და ნეგატივს ნაკლები დრო დაუთმოს

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გურიაში ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების შეურაცხყოფის ზღვარზე გაკეთებული შეფასებები შორსმჭვრეტელური ნაბიჯი არაა და ივანიშვილის ნეგატიური გზავნილები, არავის აინტერესებს.

 

ინაშვილის ინფორმაციით, პარტიის ანალიტიკური ცენტრის კომპიუტერები დააზიანეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაიღეს
ვახტანგ ხმალაძე: ივანიშვილი ადრე უაღრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიას გვიწოდებდა

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „რესპუბლიკელების“ რეიტინგს არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ მოსახლეობა გადაწყვეტს.

 

დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად ზაზა რუხაძე წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა,  საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად ზაზა რუხაძე წარადგინა.

 

ნინო გოგუაძე: „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ ადამიანს არ ვემსახურებით და ივანიშვილმა ეს ვერ გვაპატია

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ნინო გოგუაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელი გამოსვლით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „კაბელების საქმეზე“ დაკავებული ადამიანები, ციხეში მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო სხედან.

 

ბელგიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

 

გოდერძი ჩანქსელიანი ამომრჩეველს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი გოლთეთის, წინწყაროსა და ქოსალარის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

 

ივანიშვილი: 200 000 კაცი ისევ „ნაციონალებს“ ელოდება - რა უნდათ, ისევ ცოცხები?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ქვეყანას სწორად მართავს და ამ გზის გაგრძელების შემთხვევაში საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში აუცილებლად შევა.

 

ბიძინა ივანიშვილი: ვერ გავიგე „პატრიოტთა ალიანსს“ რა უნდა

ბიძინა ივანიშვილმა გურიაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარტია „პატროიტთა ალიანსზე“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც „ნაციონალების“ სწორად წარმოჩენას ცდილობს.

 

ბიძინა ივანიშვილი: ალასანიას და ბოკერიას რიტორიკა თანხვედრაშია

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში მედიის წარმოამდგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  „თავისუფალი დემოკრატები“ ერთ კაცზე  მორგებული პარტიაა.

 

„პატრიოტთა ალიანსი“: ნარმანიას უჯრაში ბიუჯეტიდან გაუხარჯავი 22 მილიონი ლარი დევს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახა კუკავა, ირაკლი ლატარია, გია ბერძენიძე და მამუკა ტუსკაძე დედაქალაქის მერს მიმართავენ.

 

ივანიშვილი: "რესპუბლიკური პარტია" სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არაა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტიის" პლუსი არის მხოლოდ ის, რომ ასაკიანი პარტიაა და წესებს იცავენ.

 

გოჩა ენუქიძე: ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან
საქართველოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის მინისტრის მოადგილემ, ვან პეიანმა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

 

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლება იძულებული იყო, მაჟორიტარული ოლქების შესახებ კანონი მიეღო

ის, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრები ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა, დამატებით სირთულეებს აჩენს. თუმცა, ჩვენ, უფრო სწორად ხელისუფლება იძულებული იყო, ეს რეფორმა გაეტარებინა, - ასე გამოეხმაურა ივანიშვილი „გურია ტვ“-ის ჟურნალისტის კითხვას მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლის შესახებ.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics