15:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:37:39, 610 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის მინისტრის მოადგილემ, ვან პეიანმა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, კლინიკური დარგების სპეციალისტების გაცვლისა და საქართველოში ჩინური ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობებს მოიცავს.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი ორი ძირითადი შეთანხმების საფუძველზე შედგა. „აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ამის ძირითადი საფუძველი არის ორი შეთანხმება - ერთი, რომელიც ჩინეთში ვიზიტისას შედგა და მეორე - მთავრობათაშორისი შეთანხმება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ“, - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

დელეგატებთან შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა. შეხვედრაზე ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაზე“ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics