15:29 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:37:45, 626 ნახვა

პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე: ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ლენტეხის რაიონის ცხრა სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატი ამჯერად  ჟახუნდერის, ლამფალაშის, ლეკოსანდის, ლემზაგორის, ლუჯის, შებეცის, სასაშის, ჩუკულისა და ხერიას სოფლების მაცხოვრებლებს სტუმრობდა.  კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ საკითხებსა და  სამომავლოდ ამ კუთხით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ახალგაზრდებს ისეთი პირობები შეექმნებათ, რომ ხშირად ჩამოვლენ მამა-პაპასთან, არ მიატოვებენ კუთხეს, არ დაიცლება სოფლები. ყველა ძალას ვიხმართ, რომ ჩვენი ლენტეხი აღმშენებლობის გზას დაადგეს, სწრაფი განვითარებაა ჩვენი პრიორიტეტი. დაბრუნებული ახალგაზრდობა გაამრავლებს ამ მხარეს, მთაში ცხოვრება კომფორტული იქნება ქალაქელისთვისაც. ამ ეკოლოგიურად სუფთა მხარეში ბევრი თანამედროვე სახლი, სასტუმრო და საწარმო გაჩნდება, სადაც დასაქმდება ხალხი, შეიქმნება დოვლათი და ადამიანები შეძლებენ სრულფასოვან ყოფას“, -განაცხადა ენუქიძემ.

ამასთან,  გოჩა ენუქიძემ სოფელ   სასაში, გმირ ემზარ ონიანის საფლავს პატივი მიაგო.

  “საქართველოს გადაარჩენს ასეთი გმირები, მათ პატივი უნდა მიაგოს თითოეულმა ჩვენთაგანმა.  ასეთი გმირების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა, სწორედ მათ მოგვიყვანეს აქამდე. მადლობა ჩვენს გმირებს! მადლობა ემზარ ონიანს მისი ღვაწლისათვის, იმ თავგანწირვისთვის, ბევრი სხვა ვაჟკაცი რომ იხსნა ბრმა ტყვიისაგან“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics