15:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 14:43:09, 688 ნახვა

პოლიტიკა
ბელგიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ბელგიის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიამ უსაფრთხო სტატუსის მატარებელი ქვეყნების სიაში საქართველო წელს პირველად შეიყვანა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ბელგია უსაფრთხო წარმოშობის  სტატუსს  ქვეყანას იქ  არსებული სამართლებრივი მდგომარეობის, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის, ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და სხვა სახის კრიტერიუმების გათვალისწინებით ანიჭებს.

უსაფრთხო წარმოშობის სიის გადახედვა ყოველწლიურად ხდება, საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით განხორციელებული ეფექტური რეფორმების შედეგად წელს ამ სიას  მხოლოდ საქართველო დაემატა.

ბელგიის სამეფო  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სტატუსის მქონე ქვეყნების სიას 2012 წლიდან ადგენს და ამ სიით ხელმძღვანელობს თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებისას.

შესაბამისი აქტი ბელგიის საკანონმდებლო ოფიციალურ ჟურნალში 29 აგვისტოს გამოქვეყნდა. http://www.cgra.be/en/news/publication-list-safe-countries-belgian-official-journal





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics