07:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საგანგებო შტაბი:სტიქიის ზონაში რთული კერები ლოკალიზებულია, თუმცა აქტიურია ადგილები, სადაც ცეცხლი ხელახლა გაჩნდა

ბორჯომის ხეობაში, ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. ამის შესახებ სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაზე აღინიშნა.

პატრიარქი სტიქიის ზონაში იმყოფება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

თავდაცვის მინისტრი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ატენის ხეობაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ატენის ხეობაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა სოფელ ზემო ბოშურის ტყეში ლოკალიზებული ხანძრის ის ადგილები მოინახულა, სადაც ორი დღის წინ I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარეს.

ქართველმა სამხედროებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ჩაიარეს

საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.

დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია - ვერტმფრენმა მუშაობა დაასრულა

დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. 

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი. 

საგანგებო შტაბი სტიქიის ზონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებს ავრცელებს

ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბორჯომის ხეობაში კასრები იპოვეს

ბორჯომის ხეობაში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილის ზეთის ცარიელი კასრები იპოვეს.

სტიქიის ზონაში პატრიარქს ელოდებიან

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მოერეს ელოდებიან. 

ომბუდსმენი ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსზე“ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსზე" განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას გამოეხმაურა.

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს სხვანეთის გუბერნატორი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ მათი სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინა და გარევაჭრობის  უფლება მისცა.

შსს-ს მაშველებმა ბოლო 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

დუშეთის რაიონში, სოფელ თვალივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართული  ვერტმფრენია ჩართული. გავრცელებული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ დუშეთის რაიონის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა დაუდასტურა. მისივე თქმით,  ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია ცოცხალი ძალა. ვაჟა ჩოხელი ვარაუდობს, რომ ცეცხლის ლიკვიდირება დღის ბოლომდე მოხდება.

ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ანთებული ცეცხლის კერა არ ფიქსირდება

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

დავით ქაცარავას განცხადებით, სტიქიის ზონაში ბოთლის ნამსხვრევები იპოვეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბოთლის ნამსხვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. ამის შესახებ ხეობაში მოხალისედ მყოფმა  მსახიობმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლეს

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან  განაახლეს. ცუდი ხილვადობის გამო, ისინი დაბინდებისას მუშაობას წყვეტენ და დილის 6:00 საათიდან ერთვებიან სამაშველო ოპერაციაში.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics