დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში, ცეცხლის მცირე კერები მხოლოდ ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ეს ტერიტორია 2 ჰექტარს შეადგენს და ამ ფართობზე ალაგ-ალაგ, ცეცხლის მცირე კერებია წარმოქმნილი, რომელსაც ადგილზე მობილიზებული 25 მეხანძრე-მაშველი აქრობს.