2017-08-23 04:54:38, 2376 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის ზონებში ჰაერის ხარისხი დასაშვები ნორმის შესაბამისია
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, სტიქიის ზონებში ჰაერის ხარისხი შემოწმდა.
როგორც სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინა, ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია.
სააგენტოს სპეციალისტები ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე, დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელეს.
კვლევების შედეგად გაიზომა ჰაერში მყარი შეწონილი ნაწილაკები, აზოტის დიოქსიდი და ნახშირჟანგი. ჰაერის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს სტიქიის ზონის მიმდებარედ, სხვა დასახლებულ პუნტქტებშიც.
ავტორი: ,