2017-08-24 05:54:43, 2437 ნახვა
საზოგადოება
დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია - ვერტმფრენმა მუშაობა დაასრულა
დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.
შტაბის ინფორმაციით, ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.
"ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ,