2017-08-24 08:50:23, 3433 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი სტიქიის ზონაში იმყოფება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში იმყოფება. ის ხეობაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. უწმინდესი ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბთან მიბრძანდა, სადაც პრემიერთან, შტაბის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაცაა შეკრებილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი სოფელ დაბაში მდებარე ეკლესიაში პარაკლისს გადაიხდის.
ავტორი: ,