13:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წარადგინა.

 

შს მინისტრი შესაძლოა გიორგი მღებრიშვილი გახდეს

რეფორმირებული უწყების, შს მინისტრი შესაძლოა გიორგი მღებრიშვილი გახდეს, რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრია.

მარგველაშვილი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტი "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით გადაწყვეტის შესაძლებლობას არ განიხილავს.

 

პრემიერი: როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამასაც უპრობლემოდ დავძლევთ

„რა თქმა უნდა ისე როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების კომენტირებისას განუცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი: მე ფიცი დავდე არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან ფიცი არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე დადო.

 

შს ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე, მინისტრის მოვალეობას პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეასრულებს.

 

შსს დღეიდან ოფიციალურად გაიყო

„სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან ოფიციალურად გაიყო.

 

მარგველაშვილი ოლიმპიადის გახსნაზე: გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე მის დაუსწრებლობას პროტოკოლის დარღვევის მიზეზით ხსნის.

 

მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი" ნაჩქარევი და ემოციურია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ლევან ბობოხიძის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომ "ჩვენ გვყავს ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი", ნაჩქარევი და ემოციურია.

 

მარგველაშვილი: თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ გააძლიერებენ

„თუ საზოგადოებას დააჯერებენ, რომ პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ შეკრულია, ამით „ნაციონალურ მოძრაობას გააძლიერებენ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან   მის მიმართ  გამოთქმული კრიტიკის შეფასებისას განაცხადა.

 

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი პარლამენტს გადაუგზავნა.

გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კანონპროექტის უპირატესობა განმარტა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, პრეზიდენტის მრჩეველის ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული მოტივირებულ შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტი ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფასა და საბანკო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის ეფექტურობას.

 

მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტში გადააგზავნა

ეროვნული ბანკის  შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი,  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტში უკვე გადააგზავნა.

 

გოცირიძე: როდესაც აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და არ იციან რა შენიშვნებია, აქ უკვე საუბარი არაა ჯანსაღ პროცესებზე

როდესაც აცხადებენ, რომ ჩვენ დავძლევთ პრეზიდენტის ვეტოს, არ გავითვალისწინებთ მის შენიშვნას და ამ დროს არ იციან რა შენიშვნებია, აქ უკვე არაა საუბარი ჯანსაღ პროცესებზე, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებისა და მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

რომან გოცირიძე: ვეტო არაა მხოლოდ სიმბოლური აქტი, მას კანონის სახით დამტკიცებული დოკუმენტის კორექტირებაც შეუძლია

პრეზიდენტის ვეტო არაა მხოლოდ სიმბოლური აქტი, მას შეუძლია მოახდინოს კორექტირება თუნდაც უკვე კანონის სახით დამტკიცებული დოკუმენტის, - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ „ექსპრესნიუსთან“ პრეზიდენტის მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

მანანა კობახიძე: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე დაძლევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანან კობახიძის განცხადებით, პარლამენტი „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე, პრეზიდენტის ვეტოზე სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics