|
2015-08-01 09:19:21, 396 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი ოლიმპიადის გახსნაზე: გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე მის დაუსწრებლობას პროტოკოლის დარღვევის მიზეზით ხსნის. როგორც მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა, ის ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებას დღესაც არ დაესწრება. "ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო ამ ძალიან საზეიმო და სასიხარულო ღონიძიებაში მონაწილეობა. რადგან ამ საკითხზე ვსაუბრობთ, მინდა კიდევ ერთხელ აღფრთოვანება გამოვხატო იმ სერიოზული წარმატებით, რაც გვაქვს. რომ ეს თამაშები თბილისში ტარდება, რომ ასე ეფექტურად ჩავატარეთ თამაშები. ასევე იმ სპორტული წარმატებით, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით მახარებს ჩვენი ძიუდოისტი გოგონების წარმატება. მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება. რაც შეეხება დასწრებას, ბუნებრივია, როგორც მოქალაქე, როგორც ქართველი, ვარ აღტაცებული ამ წარმატებით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ამ ღონისძიებას. მე უნდა დავსწრებოდი კონკრეტული პროტოკოლით და კონკრეტული ვალდებულებები გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული. მცდელობა იყო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახან, დახურვასთან მიმართებაში, თუმცა არ მოხერხდა. მე არ მიმაჩნია, რომ ამ დეტალმა რამენაირად ჩრდილი უნდა მიაყენოს ამ ზეიმს, რომელსაც მე როგორც მოქალაქე აღტაცებით ვუერთდები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა და გადაადგილებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა პროტოკოლი ბევრ კომპონენტს გულისხმობს. ამასთან, წამყვანის კითხვაზე - "მარტივად რომ ვთქვათ, მას, როგორც პრეზიდენტს, როლი არ ჰქონდა, მარგველაშვილმა დადებითი პასუხი გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)