|
2015-08-01 09:39:21, 365 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: მე ფიცი დავდე არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან ფიცი არა „ქართული ოცნების“, არამედ სახელმწიფოს წინაშე დადო. ამის შესახებ მარგველაშვილმა მაესტროს „ცხრიანში“ განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მისი ყველა გამოსვლის, ვეტოს, პოლიტიკური შეხედულებების ამოსავლი „ქართული ოცნების“ საარჩვენო პროგრამაა. „ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს თუ რაიმე ტიპის კანონპროექტი ეწინააღმდეგება არ შევშინდები და არ გავალ ბუჩქებში. არ ვიტყვი, იცით რაა ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ და მე სიმართლეს არ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ ამას მოჰყვება პოლიტიკური კამპანიები და შეურაცხყოფა, მაინც ღიად ვიტყვი სიმართლეს. მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოსთვის. შეიძლება ეს არ იყოს კომფორტული მმართველი გუნდისთვის, მაგრამ მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ ემსახურებოდა არა პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქვეყანას“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)