|
2015-07-31 17:52:27, 847 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი პარლამენტს გადაუგზავნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიზანშეუწონლად მიაჩნიათ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით ეროვნული ბანკის უფლებამოსილებების სააგენტოსათვის გადაცემა და სააგენტოს ამოცანად საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის განსაზღვრა, ნაცვლად ეროვნული ბანკისა. ასევე მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ამოქმედება არსებითად გამოიწვევს ფინანსური სექტორის სტაბილურობის შერყევას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობისა და სანდოობის ხარისხზე. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ეთანხმება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის ხელმოსაწერად წარმოდგენილი სახით მიღებას და შემდგომში ამოქმედებას. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონზე I საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონზე II
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)