14:56 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გელა სამხარაული სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა
კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვურჩევ, სამართალდამცავ უწყებას ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებიან

"ქართული ოცნების" წევრი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომლებიც  საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მისვლას თავს არიდებენ, ურჩევს,  სამართალდამცავ უწყებას  ულტიმატუმების ენით არ ესაუბრონ.

წილოსანი და თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
ინაშვილი საგარეჯოს პოლიციის უფროსს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერების დაზიანებაში ადანაშაულებს

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი  დღევანდელ ბრიფინგზე საგარეჯოში პარტიის წინასაარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტს  გამოეხმაურა.

კობახიძის აზრით, ახლა "ნაციონალური მოძრაობის" რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონის დარღვევა იქნება

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით,  ფარული ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა, კანონის დარღვევა იქნება.

კობახიძე: მოქალაქეებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, იმის გამო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან, ვერავინ დასჯის
წიკლაური: იმ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ, რომ მთელი საზოგადოებისა და მედიის თვალწინ სუს-ის შენობაში ვიარო

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წერგიში კვლავ რჩება. თუმცა, როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სუს-ში მისვლას ისევ  არ აპირებს. თუმცა, წიკლაურის განმარტებით,  თუ გამომძიებლები მიაკითხავენ, ოღონდ ისე, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელს არ შეუშლიან, მათთან ითანამშრომლებს.

ივანიშვილი: დაკარგული ტერიტორიები კი არა, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ

„ჩვენ დაკარგული ტერიტორიები კი არ უნდა დავიბრუნოთ, დაკარგული ძმობა უნდა დავიბრუნოთ. ეს უნდა იყოს მთავარი და ეს უნდა იყოს წინ ", -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აფხაზებისთვის შეთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ნუგზარ წიკლაური: უკვე 9 დღის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს არავიზე ზრუნვა არ მოუწევს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს უკვე 9 დღის შემდეგ არავიზე ზრუნვა აღარ მოუწევს, ვინაიდან 8 ოქტომბრის არჩევნებზე მისი მმართველობა დასრულდება.

ივანიშვილი: სააკაშვილს ვუთხარი, ბოდიში მოიხადე და გადადექი მეთქი, მაგრამ სად ჰქონდა მაგის კაცობა, მშიშარაა

 სააკაშვილს ვუთხარი, ბოდიში მოიხადე და გადადექი მეთქი, მაგრამ სად ჰქონდა მაგის კაცობა, მშიშარაა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ივანიშვილი ჟურნალისტს: პირველად თქვენგან მესმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ქართუსგან“ ფული ისესხა

„პირველად თქვენგან მესმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სესხი აიღო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“  ბანკ „ქართუდან“  1 მილიონი ლარი ისესხა.

ივანიშვილი: 2012 წელს ბრძოლა მოვიგეთ, 9 დღის შემდეგ სრულდება ომი

„არჩევნების შემდგომ ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც 2012 წელს ხალხი ელოდებოდა - დაბალანსებულ ქვეყანა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილი: ბურჭულაძემ რეკორდები მოხსნა, ასეთი იუმორი პოლიტიკაში არავის შემოუტანია

ბურჭულაძემ მაგარი რეკორდი მოხსნა, ამხელა იუმორი პოლიტიკაში მგონი არავის შემოუტანია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ

"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილი: სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება

„კარგი გამართული საკნები გვაქვს. კიდევ ააშენა თავის დროზე სოზარ სუბარმა და სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანიშვილი ენმ-ს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნაზე: მკვეთრი მოქმედების წინააღმდეგი ვარ

„რაც შეეხება ისეთ განცხადებებს, უნდა მოიხსნას თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო რეგისტრაციიდან, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მათ მიმართ  მკვეთრი მოქმედების“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics