|
2016-09-29 15:57:42, 1458 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ვურჩევ, სამართალდამცავ უწყებას ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებიან
"ქართული ოცნების" წევრი მანანა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, რომლებიც საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მისვლას თავს არიდებენ, ურჩევს, სამართალდამცავ უწყებას ულტიმატუმების ენით არ ესაუბრონ. როგორც კობახიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, საგამოძიებო უწყებისთვის ხელის შეშლა დანაშაულია: "მე ვურჩევდი, რომ ულტიმატუმების ენით ნუ ესაუბრებიან სამართალდამცავ უწყებას. საგამოძიებო უწყებისთვის ხელშეშლა თავისთავად, ასევე დანაშაულია და მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმაც, დანაშაულია. ამიტომ, ვურჩევდი მათ, რომ კანონი დაიცვან. პირველ რიგში დეპუტატმა უნდა დაიცვას კანონი და კეთილი ინებონ და მიბრძანდნენ და მისცენ ჩვენებები და თუ ასე არ იქნება, საგამოძიებო ორგანომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად",-განაცხადა მანანა კობახიძემ. შეგახსენებთ, აკაკი მინაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის შემდეგ, სუს-ის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში დაკითხვის უწყება პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილსაც მიუტანეს, თუმცა პოლიტიკოსებმა უწყებები არ ჩაიბარეს. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)