|
2026-07-22 19:55:38, 287 ნახვა
პოლიტიკა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვახო სანაიას Facebook-ის სტატუსის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების სწრაფი გაუარესების კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ეტაპია საქართველოში. IPI ხაზს უსვამს, რომ ვახო სანაია პირველი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც სოციალური ქსელის პოსტის გამო დააკავეს. პატიმრობას წინ უძღოდა ჯარიმა, რომელიც ფორმულას ჟურნალისტს ამ თვის დასაწყისში პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესახებ გამოქვეყნებული სარკასტული პოსტების გამო დაეკისრა. IPI მიუთითებს, რომ ეს საქმე განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქართული ოცნების შსს-ში ახლად შექმნილი "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს" ფონზე. ამასთან, აღნიშნავს, რომ ამ სამმართველოს შექმნის შემდეგ, ათეულობით ადამიანი დააჯარიმეს, რამაც გააჩინა შეშფოთება, რომ ეს მექანიზმი გამოიყენება - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დაშინების მიზნით - ამ შემთხვევაში, ხელისუფლების, ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ. IPI აღნიშნავს, რომ ვახო სანაიას პატიმრობა წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან განსხვავებული აზრის ჩახშობის, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის კამპანიის კიდევ ერთ საგანგაშო ნაბიჯს. IPI მოითხოვს ვახო სანაიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ახლად შექმნილი "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)