|
2016-09-29 15:53:11, 559 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი საგარეჯოს პოლიციის უფროსს „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერების დაზიანებაში ადანაშაულებს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე საგარეჯოში პარტიის წინასაარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, საგარეჯოში პარტიის 12 მეტრიანი ბანერი დაჭრეს. ინაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, საგარეჯოს პოლიციის უფროსი დავით ჭიაბერაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. „ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებს, რომ შექმნა სამართლიანი, თავისუფალი საარჩევნო გარემო. ამტკიცებენ, რომ ძალოვანი სტრუქტურები არ რევიან არჩევნებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს არცერთ ქალაქში, სოფელსა და რაიონში არ ხდება ის რაც დღეს ხდება საგარეჯოში.ჩვენს ქვეყანაში ტენდენციაა ასეთი, რომ პარტიების მხარდამჭერებმა ერთმანეთის ბანერები და პლაკატები დააზიანონ. საგარეჯოში ჩვენი პარტიის 12 მეტრიანი ბანერი მოხსნეს, დასერეს, დაჭრეს და გაიტაცეს. საგარეჯოში ეს არაერთგზის მომხდარა. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩვენს წინაარმდეგ. მე პირდაპირ ხელს ვადებ ბანერების დაზიანებაში და მთელ ამ პროცესში, საგარეჯოს პოლიციის უფროსს დავით ჭიაბერაშვილს. მინდა ვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ცამოაცილოს და მოაშოროს საგარეჯოს დავით ჭიაბერაშვილი. მას პირდაპირ ვადანაშაულებ ჩემს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში. პოლიციის უფროსი, რომელიც უნდა იყოს წესრიგის დაცვის გარანტი, თვითონ არის ორგანიზატორი ამ ბანერების დაზიანების და ჩამოხევის. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ როდესაც ხდება ბანერების დაზიანება, სწორედ ამ დროს ქალაქში აქრობენ შუქს. მაინტერესებს ეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გარეშე ხდება? მოვუწოდებ ყველას თავი დაანებონ ბანერებთან ბრძოლას და მიხედონ საქმეს“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)