|
2016-09-29 12:48:19, 715 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება
„კარგი გამართული საკნები გვაქვს. კიდევ ააშენა თავის დროზე სოზარ სუბარმა და სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ივანიშვილის თქმით, „ყვარყვარე ბელადი“ უკრაინიდან იმოძღვრება და ცდილობს, თავისი შიშები გადაფაროს. "საზოგადოება თუ მათ გამონათქვამებს უყურებს, ის ბელადი უკრაინიდან, გაქცევაში მყოფი ყვარყვარე იქიდან იმოძღვრება, რაღაც გვირაბებს უთხრის თავისივე მეუღლე. სხვათაშორის, ჩვენ არც ისე შორს ვართ ევროპისგან ამ მხრივ, სასჯელაღსრულების სამინისტროს მოვიყვან მხედველობაში, რომ ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ მის მეუღლეს. კარგი გამართული საკნები გვაქვს. კიდევ ააშენა თავის დროზე სოზარ სუბარმა, მას ძალიან კარგი საკანი ელოდება",- განაცხადა ივანიშვილმა.
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)