16:06 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 12:45:48, 660 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი ენმ-ს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნაზე: მკვეთრი მოქმედების წინააღმდეგი ვარ

„რაც შეეხება ისეთ განცხადებებს, უნდა მოიხსნას თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო რეგისტრაციიდან, მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მათ მიმართ  მკვეთრი მოქმედების“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ივანიშვილი პარტიებს მოუწოდებს და თხოვს, მსგავსი ტიპის განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

„თუ ჩანაწერის  ავთენტურობა დადასტურდება, ამას სახელმწიფომ უნდა მისცეს სწორი მიმართულება და თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. რაც შეეხება ისეთ განცხადებებს, რომ უნდა მოიხსნან  ისინი საარჩენო რეგისტრაციიდან,  ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რაიმე მკვეთრი მოქმედებისა და  მათ მიმართ უკიდურესი გამოვლინებისა. ძალიან ბევრს აქვს ობიექტური საფუძველი ამის თქმის, მაგრამ ეს არ მოუხდება მთლიანად ქვეყანას და   ჩვენს მომავალს. მე ვთხოვდი მათ, რომ თავი შეიკავონ ასეთი მკვეთრი გამონათქვამებისგან. ჩვენ ჯობია სამართლებრივი სახელმწიფოს სტატუსი გვქონდეს და სასამართლომ გადაწყვიტოს ყველაფერი. მძიმე ქმედებები საზოგადოებამ არც უნდა გავივლოთ თავში“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics