12:35 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ალასანია: ჩვენი პრინციპი იყო, არ გვეკეთებინა პოლიტიკა ბინძური მეთოდით, როგორც სხვა პარტიები აკეთებდნენ
ირაკლი ალასანია გაერთიანების შესახებ, „რესპუბლიკელებთან“ კონსულტაციას უარყოფს
ირაკლი ალასანია: ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა
დავით უსუფაშვილი: 10 დღეა ვიძინებ გაურკვეველ საქართველოში

მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით შეყოვნებული საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.

წერეთელი: ოლქებში, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არ არიან, მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, ხმა სხვა პარტიებს მისცენ

ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას უნდა შევუშალოთ ხელი და აღვუდგეთ წინ, იმ ოლქებში, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არ არიან, მხარდამჭერებს მოვუწოდებთ ხმა სხვა პარტიებს მისცენ, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მოქალაქეების ნაწილის მიმართვას.

პრეზიდენტი მიესალმება, თუ მერაბიშვილის საქმეზე დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის

„პრეზიდენტი მიესალმება, თუ ამ თემას ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინება და  დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს საჩივარის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით  დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძე საზოგადოების ნაწილის მიმართვაზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია
კვაჭანტირაძე: მეორე ტურში ჩვენი მთავარი ამოცანაა მაქსიმალური აქტიურობა და არცერთი ხმა „ნაცებს“

„ნაციონალურმა მოძრაობამ” მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად გაიხადა საუბარი იმ საფრთხეზე, რომელიც თითქოს “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ახლავს“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

პრეზიდენტის პრესსპიკერი: საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა არის შესაძლებლობაც და საფრთხეც

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა არის შესაძლებლობაც და ამავე დროს საფრთხეც.

პრეზიდენტის პრესსპიკერი: პოლიტიკოსის მიერ ჰომოფობიური, თუ ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება დაუშვებელია

პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პოლიტიკოსების მხრიდან ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებების გაკეთება  ყოვლად დაუშვებელია.

პრეზიდენტის შეფასებით, პროდასავლური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის

საქართველოს პრეზიდენტი რუსი დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის  განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. კალაშნიკოვი რუსულ გამოცემასთან  Аргументы и Факты“ საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირების აღდგენაზე საუბრობს და პროდასავლური კურსის შეცვლის შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

„შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს“

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის პრესსპიკერი: ეს არის ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის საოკუპაციო ჯარების აფხაზეთში ლეგალიზებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის  სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმების რატიფიცირების მხარდაჭერას  გმობს.

პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ხმალაძე: ჩვენი ამომრჩეველი საკმარისად გონიერია იმისათვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ამომრჩეველი, ვინც ჩვენ გვისმენს, საკმარისად გონიერია იმისთვის, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა ვახტანგ ხმალაძემ საზოგადოების ნაწილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ისინი პროდასავლურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

კაციტაძე: „მემარჯვენეეები“ არ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება ქართული დემოკრატიის გადამრჩენი, მითუმეტეს მრავალპარტიული დემოკრატიის გადამრჩენი, თუნდაც იმის გამო, რაც მან 2008 წელს გააკეთა და თავად აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics