13:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 15:43:33, 652 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მიესალმება, თუ მერაბიშვილის საქმეზე დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის

„პრეზიდენტი მიესალმება, თუ ამ თემას ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინება და  დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მთავრობის საჩივარის დასაშვებად ცნობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

საუბარია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით:

 „ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს და გარდა ამისა, პრეზიდენტი მიესალმება, თუ ამ თემას ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინება და თუ დადგინდება, რომ სახელმწიფო დამნაშავე არ არის“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ საქართველოს მთავრობის საჩივარი დასაშვებად ცნო, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

შესაბამისად, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და არ მიექცევა აღსასრულებლად. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან.

მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics