|
2016-10-18 14:42:10, 597 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტი პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში. „ქვეყანა კვლავ საარჩევნო რეჟიმშია, წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ რიგში მოსახლეობას აქტიურობისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ, ვინაიდან სწორედ ამომრჩევლის ნებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა არჩევნებზე. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება გამჭვირვალედ, მშვიდობიანად და სამართლიანად, ყველა იმ ხარვეზის გარეშე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ტურის დროს რამდენიმე ოლქში. ჩვენი ინფორმაციით საჩივრების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ფაქტი იყოს გამოძიებული. პრეზიდენტის აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს ყველა ეჭვსა და კითხვას რაც გაჩნდა სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით“,- აღნიშნა მიშველაძემ. მისივე თქმით, საარჩევნო საკითხების სრულ სიცხადეზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. „შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ დაინტერსებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ბათილი ბიულეტენების თემა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ყველა კითხვაზე და ეჭვზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა თავად ცესკოს ინტერესებში უნდა იყოს, ვინაიდან ცესკოს პასუხიმგებლობა და ვალდებულება არამხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადებაა, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირებაა, მით უმეტეს თუ არსებობს ეჭვები და კითხვები“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)