|
2016-10-18 15:17:44, 693 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის შეფასებით, პროდასავლური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის
საქართველოს პრეზიდენტი რუსი დეპუტატის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. კალაშნიკოვი რუსულ გამოცემასთან Аргументы и Факты“ საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირების აღდგენაზე საუბრობს და პროდასავლური კურსის შეცვლის შესაძლებლობაზე მიანიშნებს. „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ პროდასავლური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის: „ რუსი დეპუტატის კომენტირებას პრეზიდენტი არ აპირებს.არ ვაკეთებთ ამ თემაზე კომენტარს. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს, პროდასავლურ და ევროატლანტიკურ კურსს, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის, ან რომელიმე ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების და ქართველი ხალხის არჩევანი. შესაბამისად, მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის“,-განაცხადა ეკა მიშველაძემ. რუსი დეპუტატები შეეცდებიან, საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირები აღადგინონ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა რუსულ გამოცემა „Аргументы и Факты“-ს განუცხადა. როგორც კალაშნიკოვმა აღნიშნა, საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი არ სურს. „მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების შედეგები ცალსახად მეტყველებს საქართველოს სურვილზე ითანამშრომლოს რუსეთთან“, - განაცხადა კალაშნიკოვმა. კალაშნიკოვის განრმარტებით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალურ მოძრაობაში“ დამარცხება გააცნობიერეს, რადგან „ქართველებმა, მათი ელიტის წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი გამოთქვეს“. „ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს აღიარებენ, მაგრამ ეს იყო ცალსახა მინიშნება, რომ საჭიროა კომპრომისების ძებნა. კომიტეტში მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთ კვირაში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაცია, კომიტეტის სხდომაზე მოვისმინოთ და ქართველ პარლამენტარებთან ურთიერთობის დამყარებას შევეცადოთ“, - განაცხადა კალაშნიკოვმა. სტატიის ავტორის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი „პრორუსულმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)