რუსეთი საქართველოსთან საპარლამენტო კავშირების აღდგენასთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზეც ალაპარკდა.
ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზეკი ლევენთ გურმუქჩუმ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.
სსიპ „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, საგნმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ ამბობს, რომ რუსეთის მიერ „გაყინული კონფლიქტის“ შექმნასთან დაკავშირებით, აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დღევანდელ განცხადებას არ იცნობს, ამიტომ კონკრეტულად ამ საკითხის შეფასებაც უჭირს.
„საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ეს ქვეყნის ევროატლანტიკური ინგერაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა“, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფართო ჩართულობით გადაისინჯოს და სწორედ ამისთვის უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას „+1“ იწყებს.
პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, მოსახლეობას „ქართული ოცნებისთვის“ ქვეყნის საკონსტიტუციო უმრავლესობით მართვის ლეგიტიმაცია არ მიუცია.
საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 1862 ხმა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, 1589.
ამერიკელი კონგრესმენები ერიკ პოლსენი და ბილ კიტინგი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანებიან და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More