|
2016-10-20 12:02:27, 666 ნახვა
პოლიტიკა
კაკაჩია რუსეთის მიერ საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გამყარების მცდელობას, არჩევნების შედეგებს უკავშირებს
რუსეთი საქართველოსთან საპარლამენტო კავშირების აღდგენასთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზეც ალაპარკდა. ექსპერტ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ეს ყველაფერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთანაა დაკავშირებული. კაკაჩიას განმარტებით, არჩევნების შედეგად, რუსეთში გარკვეული მოლოდინები და არასწორი შეხედულება გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ქართველმა საზოგადოებამ პროევროპულ პარტიებს ზურგი შეაქცია: „და რომ გარკვეული შანსი არსებობს რუსულ-ქართული ურთიერთობების გამოსწორებისა და რაც მთავარია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირების. მემგონია, რომ ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. ყოველშევმთხვევაში, რუსული პოლიტიკური ელიტა თვლის, რომ მაინც ღირს გარკვეულწილად ამ შანსის გამოყენება და რაღაც ნაბიჯებს დგამენ, მათ შორის პოლიტიკურს, დიპლომატიურს და ამას ემატება ეკონომიკასთან დაკავშირებით. რუსეთის ინტერესებშია, რაც შეიძლება მეტად იყოს მიბმული ეკონომიკურად საქართველო და თუ გადავხედავთ იმ ბოლო წლების სტატისტიკას, რუსეთი გახდა მესამე ჩვენი სავაჭრო პარტნიორი,რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, ის არ იყო მოწინავე პოზიციაზე. ანუ, მათი გათვლებია, რაც შეიძლება მეტად იყოს საქართველოს ეკონომიკა დაკავშირებული იგივე პოსტსაბჭოთა სივრცესთან და ნაკლებად იყოს დივერსიფიცირებული. ალბათ, ამ კონტექსტში უფრო არის ეს გასააზრებელი. ის გეგმა, რაც აქვთ მათ საქართველოსთან ე.წ. ურთიერთობების ნორმალიზების, ამავე დროს ემთხვევა ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ კურსს, რომელიც 4 წლის უკან გაცხადდა ნორმალიზაციასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. ცნობისთვის, თბილისში, მომავალ თვეში შესაძლოა რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. “2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36 %-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა. როგორც მოსალოდნელია, ნოემბერში, თბილისში დაგეგმილი, რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომ გამყარებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)