როგორ მოხვდა მუხთარლი თბილისიდან ბაქოში, ჩვენ ამაზე გვინდა პასუხი“,-ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ემერ კოსტელომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტში განაცხადა.
ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საქმის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას კენჭი დღესვე ეყრება.
ევროკავშირში დღეიდან მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი გაუქმდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მირებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი აქცენტები იქნება გაკეთებული.
მსახიობ დავით როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს, ვაკის პარკში, 13:00-17:00სთ, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის შესახებ (Globally Important Agricultural Heritage Systems (GIAHS) სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სრული რეაბილიტაციისა და სავალი ნაწილის კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა დაარსებიდან 25 წლის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენცია „ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება ეკონომიკური განვითარებისთვის“ კონფერენცია გამართა.
გიორგი პავლიაშვილის, იგივე „მასტერის“ განცხადებით, პროკურატურას Birja Mafia-ს წევრებთან მიმოწერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ჯგუფ Birja Mafia-ს კლიპში, პოლიციელის როლის შემსრულებელი გიორგი გაგუა თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More