2017-06-14 19:04:26, 1778 ნახვა
საზოგადოება
რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა
რუმინეთის პატრიარქმა საქართველოს ელჩი ბუქარესტში რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.
რუმინეთის პატრიარქის დანიელის ინიციატივით, რუმინეთში საქართველოს ელჩთან, ილია გიორგაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა დახელშეწყობისათვის, რუმინეთის პატრიარქმა ელჩი ილია გიორგაძე დააჯილდოვა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ორდენით, რომელიც არის რუმინეთის საპატრიარქოს უმაღლესი ჯილდო საერო პირებისათვის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან