02:08 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 10:33:42, 2552 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
ევროკავშირში მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი უქმდება

ევროკავშირში დღეიდან მობილურ ტელეფონზე დაწესებული როუმინგის გადასახადი გაუქმდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო. 

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, დღეიდან ევროპის ტერიტორიაზე მყოფი ტურისტები ზარების განხორციელებას დამატებითი გადასახადის გარეშე შეძლებენ.

კერძოდ კი, ტურისტს საშუალება ექნება ისაუბროს და გაგზავნოს ტექსტური შეტყობინებები იმავე ტარიფით, რომელიც მობილურ ოპერატორს აქვს დაწესებული და რომლითაც საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს.

ამასთან, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. 

იმ შემთხვევაში თუ აბონენტი, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 თვეზე მეტი ვადით სარგებლობს უფასო როუმინგით, მობილურ ოპერატორს უფლება აქვს მოიკვლიოს ვითარება და შემდეგ დაარიცხოს გადასახადი აბონენტს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics