თეა წულუკიანი: ვცდილობთ, პიარი თუ არ მოდის ჩვენთან, ჩვენ მივიდეთ პიართან
“ბევრი ფული დაიხარჯა არაფერში და შედეგი ვერ მივიღეთ. დღეს ვდგავართ საჯარო რეესტრში და წინა ხელისუფლების დროს სწრაფად და ღობიდან გადახედვით დარეგისტრირებული მიწების რეგისტრაციებს ვაუქმებთ“,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუიკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიწის რეგისტრაციის რეფორმას წარადგენს.