2016-04-06 12:10:15, 432 ნახვა
პოლიტიკა
კელი არჩევნების დანიშვნაზე: გამოცხადებული თარიღი ჩვენს მოლოდინს შეესაბამება
არჩევნების დანიშვნის საკითხი საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი არჩევნების დანიშვნის თარიღს.
იან კელის თქმით, მათ ქონდათ მოლოდინი, რომ არჩევნები ოქტომბერში ჩაინიშნებოდა.
“არჩევნების დანიშვნის საკითხი საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია. რამდენადაც ვიცი, გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, გამოცხადებული თარიღი ჩვენს მოლოდინს შეესაბამება, ჩვენ ვიცოდით, რომ არჩვენები უნდა დანიშნულიყო ოქტომბერში“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან